
ნუგზარ თაბუნიძე და მისი შთამომავლობა მჭიდროდ უკავშირდება ხალხურ მედიცინას, რომელსაც ათასობით ადამიანი ემადლიერება. ნუგზარ თაბუნიძე და მისი ვაჟი, ნიკა თაბუნიძე პროფესიით ექიმები არიან და საგვარეულო რეცეპტით მკურნალობენ ისეთ დაავადებებს, როგორიცაა: რადიკულიტი, დისკოზი, პროლაფსი, პროტრუზიო, დისკოპათია, ართროზი, იშიაზი, მარილების დაგროვება, ნერვის ანთება და სხვა. თუ ეს დაავადებები გაწუხებთ, ნიკა თაბუნიძის მალამო გესაჭიროებათ.
თაბუნიძეების ოჯახში ორი მკურნალია. უფროსი, ექიმი ნუგზარ თაბუნიძე 50 წელზე მეტია თბილისში ცხოვრობს, მისი ვაჟი, ნიკა თაბუნიძე კი უკვე ბათუმშიც შეგიძლიათ ნახოთ, მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრში, ტაბიძის #2-ში. მან უკვე დაიმსახურა პაციენტების პატივისცემა და სიყვარული.
ნიკა თაბუნიძის კაბინეტთან ნახავთ ხელჯოხიანებს და წელში მოხრილ, წლობით ტკივილით გაწამებულ, დაღლილ ადამიანებს, რომლებიც წლობით მკურნალობდნენ უშედეგოდ საქართველოში თუ საზღვარგარეთ, მაგრამ უკან ისევ იმ პრობლემით, საშინელი ტკივილით და იმედგაცრუებულები ბრუნდებოდნენ. ნიკა თაბუნიძე უბრუნებს მათ ჯანმრთელობასა და იმედს. მის კაბინეტთან ასევე ნახავთ იმ ადამიანებს, რომლებიც ნიკა თაბუნიძის მკურნალობის შემდეგ ეწვიენ ექიმს მადლობის სათქმელად.
ნიკა თაბუნიძე ოპერაციის გარეშე მკურნალობს: ოსტეოქონდროზს, ართრიტს, ნერვის ანთებას, პროტრეზიას, ხერხემლის თიაქარს, პროლაფს, რადიკულიტს, სახსრებისა და ხერხემლის დაავადებებს. იგი იყენებს საგვარეულო რეცეპტით დამზადებულ წამლებს, რომლებიც რამდენიმე ასეული ბალახისგან მზადდება. ყველა ეს წამალი სერტიფიცირებული და ლიცენზირებული
.აი, რას ამბობს ერთ-ერთი კლინიკის მთავარი ექიმი თ. ნაცვლიშვილი, რომელიც ნუგზარ თაბუნიძის ყოფილი პაციენტია: „ნუგზარ თაბუნიძე, `ოქროს ხელია~, რომელიც შველის უამრავ გაჭირვებულ, დაავადებულ ადამიანს. ის მოკლე ხანში აღწევს შედეგებს, რომლის შედარება არ შეიძლება იმ მეთოდებთან, რომლებიც გამოიყენება სამედიცინო პრაქტიკაში, ესაა: მედიკამენტოზური, ფიზიო-ბალნეო, მექანო-თერაპია, სამკურნალო ფიზკულტურა თუ სხვა მეთოდები. მე პირადად სისტემატურად ვიტარებდი მკურნალობას ყველა ამ მეთოდით, მაგრამ სასურველ შედეგს მაიც ვერ მივაღწიე. ნუგზარ თაბუნიძესთან მკურნალობის მხოლოდ ერთი კურსის ჩატარების შემდეგ ვიგრძენი მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, მომეხსნა ტკივილები წელისა და ფეხის არეში, გამითავისუფლდა მოძრაობა მუხლის სახსარში, სადაც მქონდა გონართროზი. დიდ მადლობას ვუხდი ნუგზარს ამ კეთილშობილურ საქმეში. მე დავრწმუნდი და ჩემი თვალით ვნახე, როგორ ამარცხებს ის პროთრეზიას, დისკოპათიას, პროლაფს, ნერვის ანთებას, სინდრომებს და სხვა.“
თაბუნიძე მესხური გვარია, რომლის წარმომადგენლები თავიანთი საგვარეულო მეთოდით, საუკუნეებია მკურნალობენ ადამიანებს. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, `თაბუნი~ არაბული წარმოშობის სიტყვაა. „თაბუნი ნახეთ აქიმი“, – ამბობს საბა და განმარტავს, რომ „აქიმი“ იგივე „ექიმია“. ასე რომ „თაბუნობა“ ყოფილა ექიმის პროფესია, რომელიც გვარითა და მემკვიდრეობით გადადიოდა საუკუნეების მანძილზე. თაბუნიძეების გვარის ისტორიას უკავშირდება გადმოცემა და ისტორიული ცნობები იმის შესახებ, რომ თაბუნიძეები ბაგრატიონთა სამეფო გვარის მკურნალები იყვნენ.
„ნიკა თაბუნიძის მკურნალობის ეფექტურობის ყველაზე აშკარა ნიშანი ისაა, რომ არ დარჩენილა ძველი თუ ახალი თაობის, მთავრობის, პარლამენტის, სასულიერო ფენის წარმომადგენელი, რომ არ ემკურნალათ ნიკა თაბუნიძესთან. მკურნალობენ: მოხუცები, ახალგაზრდები, ქალები, ბავშვები, მამაკაცები, მწერლები, კომპოზიტორები, სპორტსმენები – მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონები. მკურნალობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებმაც მოიარეს მოწინავე განვითარებული ქვეყნები და რომ ვერ ეშველათ, მოდიან აქ,“ – ამბობს კიდევ ერთი მადლიერი პაციენტი, უკვე დღეს, თანამედროვე საქართველოში.
ნუგზარ თაბუნიძეს მიწვევა აქვს მრავალ განვითარებულ ქვეყანაში, მაგრამ საქართველოდან არ მიდის. ამბობს, რომ მისი ყოფნა ქვეყანაში ხალხს სჭირდება.
ნიკა თაბუნიძემ საგვარეულო წამლებსა და მათ უნიკალურობაზე რამდენიმე შეკითხვას უპასუხა.
ბატონო ნიკა, ჩვენი საუკუნის დაავადებებია ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ნერვოზის სხვადასხვა ფორმა, სულიერი და ფიზიკური ტრავმები, გაციება… ამას ემატება ექიმთან დროულად არ მისვლა… რა მოსდევს ყოველივე ამას?
ძირითადად, გვხვდება სახსრების ანთება, ამ დროს სინოვიალური სითხე ნელ-ნელა შრება, დამცავი შემაერთებელი რბილი ქსოვილი, რომლითაც დაფარულია მალები და სახსრის ზედაპირი, იწყებს გარქოვანებას. დროთა განმავლობაში მალებს შორის არსებული ნაპრალი და სივრცე ამოივსება ძვლოვანი წანაზარდებით _ ოსტეოპიტებით. ეს ყველაფერი იწვევს სახსრების დეფორმაციას და ინვალიდობას. ვწუხვარ, რომ ძალიან გავრცელდა სახსრებისა და ხერხემლის დაავადება. ამ სნეულებას ხშირად მიაწერენ მარილების დაგროვებას, ართრიტებს, ართროზებს და სხვა დაავადებებს, შესაბამისად, არასწორი მკურნალობა უკუშედეგს იძლევა.
თქვენს საგვარეულო წამალს აქვს გავლილი ფარმაკოლოგიური შემოწმება, თუ გქონიათ პრაქტიკაში უკუჩვენება?
ჩვენი სამკურნალწამლო საშუალებები 90-95% ბალახოვანი მცენარეებისგანაა დამზადებული, თუმცა ნაწილობრივ მესხეთში არსებულ სამკურნალო ქანებსაც შეიცავს. ამ ყველაფერს ემატება ირმის რქა და სხვა ცხოველური კომპონენტები. ნაყენი, ძირითადად, სახსრების დაავადებას კურნავს: ოსტეოქონდროზს, მარილების დაგროვებას, წელის, გულ-მკერდის, კისრის და დისკოგენურ რადიკულიტს. ასევე, მკურნალობას ექვემდებარება ყველანაირი ნერვის ანთება, გარდა სახის ნერვის ანთებისა, ასევე იკურნება ინფექციური და რევმატული ართრიტი და ართროზები, იშიაზი, სქოლიოზი, პლექსიტი, კუჭის, თირკმლის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის დაავადებები.
მკურნალობას კომპლექსური და კომბინირებული მეთოდით ვატარებ: წამლის შინაგანი მიღებით ორგანიზმი მდიდრდება და მარაგდება ბუნებრივი მინერალებით, ცილებით, ცხიმებით, ნახშირწყლებით და პარალელურად ვატარებ მანუალურ თერაპიას, იგივე წამლის შეზელვას. თუ საჭიროა, ტრადიციულ მედიცინასაც მივმართავ.
ჩემი წამლები სამი სახისაა: დასალევი, ანუ შინაგანი, სხეულზე წასასმელი სითხე და ასევე წასასმელი მალამო. ყველა წამალი სერტიფიცირებული და ლიცენზირებულია. ოპერაციის გარეშე ვმკურნალობ დისკოზს, პროლაპსს, პროთრუზიას, დისკოპათიას. მამაჩემი ნუგზარ თაბუნიძე 42 წელია ამ საქმეს ემსახურება და უკუჩვენება ჩვენ წამლებს არასდროს არ ჰქონია.
დღეს საქართველოში, სხვადასხვა ადგილას შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც ვითომ მკურნალობენ ნუგზარ თაბუნიძის სამკურნალო საშუალებებით, იყენებენ გამახურებელ, შხამიან მცენარეებსა და ძირებს, ატყუებენ ადამიანებს – აი, ეს არის თაბუნიძის მალომოო, მაგრამ შხამიანი მცენარე სხვაა და სამკურნალო სხვა.
წყარო: http://batumelebi.netgazeti.ge
