top of page

ნიკა თაბუნიძის მადლიერი პაციენტები

რამაზ ბოლქვაძე, ქობულეთი, სოფელი ბობოყვათი: მქონდა წელის არეში ძლიერი ტკივილი, ერთი კურსის ჩატარების შემდეგ გავთავისუფლდი და ვარ ძალიან კმაყოფილი, ვაგრძელებ მეორე კურსის ჩატარებასაც. დიდი მადლობა ბატონ ნიკას.

ზაურ ფუტკარაძე, სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი: მქონდა კისრის ოსტეოქონდროზი. გაუსაძლისი ტკივილი გადამდიოდა ხელზე. მთელი ექვსი თვე ვიმკურნალე უშედეგოდ. შემდეგ, ნაცნობის რჩევით, წავედი ჩინეთში, ვმკურნალობდი ჩინური ნემსებით, მაგრამ შედეგი ვერ მივიღე. მდგომარეობა გამირთულდა, ცალი ხელი დამიწვრილდა. შემთხვევით ჩემმა მოადგილემ გაიცნო ნიკა თაბუნიძე და მირჩია მასთან მისვლა. მივედი მის კაბინეტში. გასინჯვის და ჩემი ანალიზების ნახვის შემდეგ, მან მომცა იმედი, რომ მომარჩენდა. სამი კურსის შემდეგ გამოვჯანმრთელდი სრულიად. დიდი მადლობა ბატონ ნიკა თაბუნიძეს, ვუსურვებ მას ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს.

დავით ცინცაძე, ხელვაჩაური: ვარ მშენებელი, ვმუშაობ მძიმე სამუშაოებზე, წელის ტკივილი ხშირად მაწუხებდა, მაგრამ სააფთიაქო პრეპარატების მიღებით დროებით ვიმსუბუქებდი ტივილს. ერთ დღეს, მძიმე საგნის აწევის დროს, ვივრძენი წელში საშინელი ტკივილი. წელი გამიშეშდა, ვეღარ დავდიოდი, ვერც ერთმა მედიკამენტმა ვეღარ გამიყუჩა ტკივილი. მირჩიეს ნიკა თაბუნიძესთან მისვლა. მივედი, ჩავიტარე ორი კურსი და სრულიად გავთავისუფლდი ტკივილისგან, დავუბრუნდი ჩემს საქმიანობას და ახლა თავს ვგრძნობ ჩინებულად. დიდი მადლობა ბატონ ნიკას.

 

Contact:

  Address: Tabidze st N2, Batumi, Georgia

                   Vake, Tskneti st. building N3, Georgia    

 

  Mob: (+995) 568 03 11 03    (+995) 599 22 11 66

  E-mail: tabunidzenika@gmail.com

 

Copyright ©2017 ყველა უფლება დაცულია 

 

  • Facebook Social Icon
  • Twitter Social Icon
  • Google+ Social Icon
  • YouTube Social  Icon
  • Pinterest Social Icon
  • Instagram Social Icon
bottom of page